Accessibility links

logo-print

პუტინი „პოზიტიურს“ უწოდებს ცეცხლის შეწყვეტის ფაქტს სირიაში


რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი პოზიტიურად არის განწყობილი აშშ-თან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებაზე, თუმცა, ვაშინგტონს მეტი გამჭვირვალეობისაკენ მოუწოდებს. ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ყოფნის დროს, 17 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ პოზიტიური შეთანხმების მიუხედავად „ვაშინგტონი უარს ამბობს გაასაჯაროოს დახურულ კარს მიღმა მიღებული ზავის პირობები, რადგან მაშინ მსოფლიო გაიგებდა, თუ ვინ და რატომ არ ასრულებს შეთანხმებას“, - აღნიშნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტი ადანაშაულებს მოსკოვის მოკავშირე, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლ სირიის ამბოხებულ ოპოზიციას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას „გადაჯგუფებისათვის“ იყენებს. აშშ-მა და რუსეთმა გადადეს 16 სექტემბერისათვის გაეროში დანიშნული უშიშროების საბჭოს სხდომა მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის თავი იჩინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე არსებულმა უსაფრთხოებამ.

XS
SM
MD
LG