Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილს არ მოსწონს სააკაშვილის აგრესიული წინასარჩევნო რიტორიკა


როდესაც ჩვენი სტრატეგიული, მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი აგრესიული რიტორიკით არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში, ეს არ არის პოზიტიური, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ”ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.”მე ვფიქრობ, რომ უკრაინულ-ქართული ურთიერთობებისთვისაც ეს პრობლემურია. რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი სტრატეგიული, მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი და იმიტომ, რომ არსებობს სამართალდამცავების მიერ დასმული კითხვები, რომლებსაც მან არ უპასუხა. ეს თავისთავად დაძაბულობის შემომტანია. ამ დაძაბულობის შემოტანა არ არის საჭირო”, - მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. გიორგი მარგველაშვილის თქმით, დადგა დრო, რომ არჩევნები იყოს არა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, არამედ მცდელობა, რომ „უკეთესი ხელისუფლება გვყავდეს“.

XS
SM
MD
LG