Accessibility links

logo-print

რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს


რუსეთში დილიდან მიმდინარეობს სახელმწიფო სათათბიროს დუმის არჩევნები, რომელშიც წინასწარი პროგნოზით კვლავ დიდ უმრავლესობაში იქნებიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მომხრე პოლიტიკური პარტიები. „ედინაია როსია“ და კიდევ სამი საპარლამენტო ძალა, რომლებიც მმართველი პარტიისაგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან, დიდი ალბათობით კვლავ შეინარჩუნებენ ადგილებს 450 კაციან სათათბიროს ქვედა პალატაში. საპარლამენტო არჩევნები ტარდება ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, რასაც კიევის პროტესტი მოჰყვა. რუსეთის საელჩოებთან კიევსა და ოდესაში, სადაც ასევე გახსნილია საარჩევნო უბნები, მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა ნაციონალისტური „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ელა პანფილოვა აცხადებს, რომ არჩვენები მთელი რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გამონაკლისია ბარნაული, სადაც დამკვირვებლებმა ე.წ. „კარუსელის“ გამოყენება დააფიქსირეს. ესაა საარჩევნო დანაშაული, როდესაც ერთი და იგივე პირები რამდენიმე უბანზე აძლევენ ხმას ერთი პარტიის სასარგებლოდ. პანფილოვა აცხადებს, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში საქმე პროკურატურას გადაეცემა.

XS
SM
MD
LG