Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის მერმა „განზრახული ქმედება“ უწოდა აფეთქებას


ნიუ-იორკის მერმა „განზრახული ქმედება“ უწოდა ნიუ-იორკის ჩელსის რაიონში 17 სექტემბრის საღამოს მომხდარ აფეთქებას, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების სამინისტროს წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ აფეთქების ადგილზე. ნიუ-იორკის მერ ბილ დე ბლაზიოს თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები იმისათვის, რომ აფეთქებას „ტერორისტული აქტის“ კვალიფიკაცია მიეცეს. ასაფეთქებელი ნივთიერების ნარჩენები გამომძიებლებმა ექსპერტიზაზე წაიღეს. წინასწარი ვარაუდით, ასაფეთქებელი მოწყობილობა განსხვავდება თვითნაკეთი ბომბისაგან, რომელიც 17 სექტემბერს აფეთქდა ნიუ-ჯერსიში, სადაც ათასობით მორბენალი მონაწილეობდა ხუთ კილომეტრიან საქველმოქმედო მარათონში, რომელიც ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და მეზღვაურების საპატივცემულოდ გაიმართა.

XS
SM
MD
LG