Accessibility links

logo-print

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ლიდერობს მმართველი პარტია


რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა სახელმწიფო დუმის არჩევნების წინასწარი მონაცემები. კომისიის მიერ დათვლილი ბიულეტენებით, რაც დაახლოებით ხმათა 7%-ია, 44,15%-ით პირველ ადგილზეა მმართველი „ედინაია როსია“, მეორეზეა ვლადიმირ ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც 18,39 % აქვს. მესამე ადგილი უკავია გენადი ზიუგანოვის კომუნისტურ პარტიას, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 17,24 %-მა დაუჭირა მხარი. თუ მონაცემები არ შეიცვალა, ბარიერს ასევე გადალახავს „სპრავედლივაია როსია“, რომელიც 6,24%-ის მიღების იმედი აქვს. მმართველი პარტიის შტაბში უკვე მივიდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი მედვედევი, რომელმაც „ედინაია როსიას“ გამარჯვების შესახებ განაცხადა. სახელმწიფო დუმის არჩევნები შერეული სისტემით იმართება. 225 დეპუტატს პარტიული სიებით ირჩევენ, 225-ს კი - ერთმანდატიან ოლქებში. 18 სექტემბერსვე არჩევნები გაიმართა ქვეყნის 39 რეგიონის საკანონმდებლო ორგანოებში, ხოლო შვიდ სუბიექტში - რეგიონის ლიდერთა პირდაპირი არჩევნები.

XS
SM
MD
LG