Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი


87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი. ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, მან შექმნა არაერთი მონუმენტური ნამუშევრები, მათ შორის შოთა რუსთაველის, ვახტანგ გორგასლის, დავით გურამიშვილის, გიორგი სააკაძის და მედეას ქანდაკებები, კომპოზიციები „მუზა”და „კიდევაც დაიზრდებიან“. მერაბ ბერძენიშვილს 1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისთვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. ღვაწლმოსილი მოქანდაკე წარმატებით მუშაობდა აგრეთვე წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც. მერაბ ბერძენიშვილი იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG