Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში გაემგზავრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა ნიუ-იორკში, სადაც 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტისას დაგეგმილია კვირიკაშვილის გამოსვლა დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილების საკითხისადმი მიძღვნილ, მაღალი დონის შეხვედრაზე. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ბელგიისა და მოლდავეთის პრემიერ-მინისტრებს, შარლ მიშელსა და პაველ ფილიპს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს, და სხვა ოფიციალურ პირებს. აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 22 სექტემბერს დასრულდება.

XS
SM
MD
LG