Accessibility links

logo-print

პრაღაში დააკავეს რუსეთის არტ-ჯგუფ „ვოინას“ აქტივისტები


კვირას საღამოს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დააკავეს რუსეთის არტ-ჯგუფ „ვოინას“ აქტივისტები, ცოლ-ქმარი ნატალია სოკოლი და ოლეგ ვოროტნიკოვი. ეს ამბავი რადიო „თავისუფლებას“ თავად აქტივისტებმა შეატყობინეს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, დაკავებისას ვოროტნიკოვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რაში ადანაშაულებენ „ვოინას“ წევრებს, ჯერჯერობით გაურკვეველია. ვოროტნიკოვმა და სოკოლმა თავის დროზე მონაწილეობა მიიღეს რუსეთში გამართულ რამდენიმე პოლიტიკურ პერფორმანსში, ხოლო მას შემდეგ, რაც 2011 წელს მოწყობილი ერთ-ერთი აქციისთვის მათზე ძებნა გამოაცხადეს, ცოლ-ქმარი რუსეთიდან გაიქცა. იმ დროიდან მოყოლებული სოკოლი და ვოროტნიკოვი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, თუმცა ვერც ერთში ვერ მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი.

XS
SM
MD
LG