Accessibility links

logo-print

ნიუ-ჯერსის რკინიგზის სადგურთან აფეთქდა სანაგვე ურნაში ჩადებული მოწყობილობა


აშშ-ის ოფიციალურ პირთა განცხადებით, დღეს დილით, ნიუ-ჯერსის რკინიგზის სადგურთან, აფეთქდა სანაგვე ურნაში ჩადებული მოწყობილობა, რომლის გაუვნებელყოფას რობოტის დახმარებით ცდილობდა მესანგრეთა საგანგებო ჯგუფი. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, ეს იყო ერთ-ერთი იმ ხუთი საეჭვო მოწყობილობიდან, რომელიც სადგურის მახლობლად ნაპოვნ ჩანთაში აღმოაჩინეს. დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. 17 სექტემბერს ნიუ-იორკის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა. იმავე დღეს ბომბი აფეთქდა ნიუ-ჯერსიში, სადაც ათასობით მორბენალი მონაწილეობდა ხუთკილომეტრიან საქველმოქმედო გარბენში, რომელიც ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და მეზღვაურების საპატივცემულოდ გაიმართა.

XS
SM
MD
LG