Accessibility links

logo-print

ბაქოში აზერბაიჯანის ოპოზიციამ გამართა დემონსტრაცია 26 სექტემბრის რეფერენდუმის წინააღმდეგ


კვირას ბაქოში აზერბაიჯანის ოპოზიციური მუსავათის პარტიის ასობით მომხრემ გამართა დემონსტრაცია თვის ბოლოსთვის დაგეგმილი რეფერენდუმის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ძალაუფლების გაძლიერებისთვის არის მოწოდებული. ბაქოს საქალაქო პოლიციის ცნობით, დემონსტრაციამ ორ საათს გასტანა და მშვიდობიანად დასრულდა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, არიფ გაჯილიმ უთხრა შეკრებილთ, აზერბაიჯანი კრიზისში იმყოფება ალიევის რეჟიმის მცდარი პოლიტიკის გამო და ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება რეფორმები. 26 სექტემბრისთვის დაგეგმილ რეფერენდუმს მკაცრი კრიტიკა მოჰყა ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სხვათა მხრიდან. კრიტიკოსთა თქმით, რეფერენდუმი გაახანგრძლივებს ხელისუფლებაში ალიევის ყოფნას, რომელიც 2003 წლიდან არის აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG