Accessibility links

logo-print

რამზან კადიროვმა რეგიონის ხელმძღვანელის პირველ პირდაპირ არჩევნებში ხმების 97%-ზე მეტი მოაგროვა


ჩეჩნეთის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელმა, რამზან კადიროვმა რეგიონის ხელმძღვანელის პირველ პირდაპირ არჩევნებში ხმების 97%-ზე მეტი მოაგროვა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება ოქმების 15%-ის დამუშავების შემდეგ. როგორც იტყობინებიან, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 83%-მა მიიღო მონაწილეობა. ადამიანის უფლებების საკითხების რწმუნებულის, ნური ნუხაჯიევის თანახმად, კენჭისყრისას დარღვევები არ დაფიქსირებულა.

XS
SM
MD
LG