Accessibility links

logo-print

აშშ-ის საავიაციო თავდასხმისას ავღანელი პოლიციელები დაიხოცნენ


ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს სულ მცირე, რვა ავღანელი პოლიციელი მოკლეს. ინციდენტი მოხდა ურუზგანის პროვინციაში. ურუზგანის საგზაო პოლიციის უფროსის, რაჰიმულა ხანის თქმით, პოლიციელები დაიხოცნენ 18 სექტემბერს, ორი იერიშის დროს, თირინ კოთთან, პროვიციის დედაქალაქთან. აშშ-ის სამხედრო მეთაურობამ ქაბულში დაადასტურა, რომ აშშ-ის არმიამ განახორციელა ამ არეალში იერიშები და განაცხადა, რომ ისინი ეხმარებოდნენ ავღანეთის უშიშროების ძალებს, რომლებსაც თალიბანმა გუხსნა ცეცხლი. ბრიგადის გენერლის, ჩარლზ კლივლენდის თქმით, მას არ აქვს დამატებითი ინფორმაცია, ვინც არის მსხვერპლი. ავღანური მხარის თქმით, მომხდარს იძიებენ და კონტაქტში არიან აშშ-ის კოალიციასთან. თალმიბანი მცირე ხნით შევიდა თარინ კოთში სექტემბრის დასაწყისში, რასაც იქიდან მათი განდევნა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG