Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობა აღარ დაიცავს აშშ-რუსეთის შუამავლობით მიღწეულ ზავს


სირიის არმიისა და შეიარაღებული ძალების უმაღლესი ძალების სარდლობა აცხადებს, რომ აღარ დაიცავს ზავს, რომელიც 12 სექტემბერს გამოცხადდა აშშ-ისა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამ განცხადების გავრცელებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „უაზრობა“ უწოდა ზავის დაცვას სირიის მთავრობის ჯარების მიერ, მათზე მეამბოხეების თავდასხმების გამო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სირიაში მისმა მეთვალყურეებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხეს ზავის დარღვევის 53 შემთხვევა. სამინისტრო როგორც ირწმუნება, მის ხელთ არის ინფორმაცია, რომ ზომიერი ოპოზიციონერების ჯგუფები უერთდებიან „ტერორისტების ჯგუფებს“ სირიის მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივი იერიშებისათვის.

XS
SM
MD
LG