Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს სირიის ქალაქ ალეპოსთან მეამბოხეების იერიშის მოგერიების შესახებ


რუსეთი აცხადებს, რომ სირიის მთავრობის ჯარებმა რუსეთის საჰაერო ძალების მხარდაჭერით მოიგერიეს ტერორისტების იერიში ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთ გარეუბნებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 სექტემბერს ბრძოლის დროს მოკლეს 40 მოიერიშე და გაანადგურეს მათი ავტომანქანები. 19 სექტემბერს სირიის მთავრობის ჯარებმა დასრულებულად გამოაცხადეს აშშ-ისა და რუსეთის შუამავლობის შედეგად ერთი კვირით ადრე ამოქმედებული ზავი. რუსეთის სამხედრო წარმომადგენლების თქმით, სირიის არმიისათვის „აზრი არა აქვს“ ზავის ცალმხრივი წესით დაცვას, როცა მას მეამბოხეები უტევენ. ამასობაში, აშშ-ის მთავრობამ „აღშფოთება“ გამოხატა ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონაზე თავდასხმის გამო. სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, თავდასხმამ, სულ ცოტა, 12 ადამიანი შეიწირა. გაერო ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონა დაიბომბა, თუმცა, ნათელი არ არის, რომელი მხარის საჰაერო ძალების მიერ.

XS
SM
MD
LG