Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში მსოფლიოს ლიდერები იკრიბებიან გაეროს გენერალური ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით


მსოფლიოს ლიდერები ნიუ-იორკში იკრიბებიან გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიასთან დაკავშირებით. გაეროს შტაბბინაში 135-მდე ლიდერი იმსჯელებს ისეთ თემებზე, როგორიც არის სიღარიბე, დევნილების პრობლემა, ბრძოლა ისლამურ ექსტრემიზმთან, სირიის კონფლიქტი. 20 სექტემბერს გენერალური ასამბლეის წინაშე უკანასკნელად გამოვა ბან კი-მუნი გაეროს გენერალური მდივნის რანგში. 19 სექტემბერს გაიმართა გაეროს სამიტი ლტოლვილებისა და მიგრანტების საკითხების განსახილველად. მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც გამოთქმულია მხარდაჭერა მსოფლიოში 65,3 მილიონი ადგილნაცვალი პირისათვის უფრო კოორდინირებული დახმარების გაწევის და ჰუმანური პირობების შექმნის მიმართ. უფრო კონკრეტული ზომების დაგეგმვა მოსალოდნელია 20 სექტემბრის შეხვედრაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოიწვია. სავარაუდოდ, 40-მდე ქვეყანა გამოვა წინადადებებით ლტოლვილებისა და მიგრანტების დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG