Accessibility links

სერბი მეომრების ლიდერი უარყოფს ხორვატიაში ომის პერიოდის ბრალდებებს


ხორვატიაში დაიწყო 1990-იან წლებში სერბების გასამხედროებული შენაერთის სარდლის, დრაგან ვასილევიჩის სასამართლო პროცესი. ის უარყოფს სამხედრო დანაშაულების ბრალდებას, რომელსაც 1991-95 წლების ომთან დაკავშირებით უყენებენ. ვასილევიჩი, მისთვის წაყენებული ბრალდების თანახმად, აწამებდა და ხოცავდა დაკავებულ ხორვატ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს სერბი მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ორ ქალაქში. მასვე ბრალად ედება 1991 წელს გლინის პოლიციაზე და მეზობელ სოფლებზე თავდასხმის გეგმის მომზადება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვასილევიჩი 2006 წელს დააკავეს ავსტრალიაში, სადაც გოლფის მწვრთნელად მუშაობდა. ის 2015 წელს გადასცეს ხორვატიას.

XS
SM
MD
LG