Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი იუწყება ქაშმირის საზღვრის გასწვრივ მომხდარი ინციდენტების შესახებ


ინდოეთი იუწყება პაკისტანთან სადავო ტერიტორიის, ქაშმირის საზღვრის გასწვრივ ინდოელ და პაკისტანელ ჯარისკაცებს შორის ურთიერთსროლის შესახებ. ინდოელი სამხედროების თქმით, პაკისტანელმა ჯარისკაცებმა 20 სექტემბერს ცეცხლი დაუშინეს მათ პოზიციებს ქაშმირის ინდურ ნაწილში, ქალაქ ურის მახლობლად და ამით დაარღვიეს 2003 წელს დადებული ზავი. არმიის წარმომადგენლის ცნობით, ინდოელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ურთიერთსროლა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამავე რეგიონში ინდოელმა სამხედროებმა პაკისტანიდან ინდოეთის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს 12 „ტერორისტს“ და მოკლეს რამდენიმე ადამიანი, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა. ამ ინციდენტებამდე ორი დღით ადრე 18 ინდოელი ჯარისკაცი და ოთხი თავდამსხმელი დაიღუპნენ ურის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად. დელი ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას აკისრებს პაკისტანში დაფუძნებულ ექსტრემისტულ ჯგუფს, "ჯაიშ-ე-მოჰამედს". ქაშმირი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არის გაყოფილი 1947 წელს ბრიტანეთის მმართველობის დასრულების შემდეგ. ორივე ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას ქაშმირის მთელ ტერიტორიაზე. ამ დავის გამო ინდოეთმა და პაკისტანმა უკვე ორჯერ იომეს.

XS
SM
MD
LG