Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში მკვდარი იპოვეს გიუმრის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის ვაჟი


სომხეთში მკვდარი იპოვეს ქალაქ გიუმრის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ვარდევან გრიგორიანის ვაჟი, არშაკ გრიგორიანი. ვარდევან გრიგორიანი პარტია „აყვავებული სომხეთის“ წევრია. მის ვაჟიშვილს, რომლის გვამიც 20 სექტემბერს იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით თავში მიყენებული ჭრილობა აღმოუჩინეს. ნათელი არ არის, არშაკ გრიგორიანმა თავი მოიკლა, თუ მოკლეს. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG