Accessibility links

logo-print

ანჯელინა ჯოლიმ განქორწინების განცხადება შეიტანა


ცნობილმა კინომსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანა და თავისი ორწლიანი ქორწინება ამერიკელ კინო მსახიობსა და პროდიუსერ ბრედ პიტთან, სრულდება. როგორც ჯოლის ადვოკატმა აცნობა მედიას, განქორწინების მიზეზი „მოუგვარებელი აზრთა სხვადასხვაობაა“ წყვილს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, კამათი უკავშირდება აღზრდის საკითხებს. წყვილს ექვსი შვილი ჰყავს, მათ შორის სამი ბავშვი აყვანილია. ამჟამად 41 წლის ჯოლის და 52 წლის პიტის წყვილი, რომელსაც „ბრანჯელინას“ უწოდებდნენ, ჰოლივუდის „საოცნებო ქორწინებად“ მიიჩნეოდა. ჯოლი და პიტი სოციალურად აქტიურობენ და დაკავებული არიან ჰუმანიტარული საქმიანობით. ჯოლი გაეროს ლტოლვილთა უწყების კეთილი ნების ელჩია.

XS
SM
MD
LG