Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ რუსეთი გააკრიტიკა ძალის გამოყენების გამო


ბარაკ ობამამ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა,თავისი უკანასკნელი სიტყვა წარმოთქვა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე და განაცხადა, რომ მსოფლოს5 ახლა, როგორც არასოდეს5 ძალუძს გაუმკვლავდეს ისტორიულ გამოწვევებს. ობამამ გამოხატა რწმენა, რომ დემოკრატიის გზა უკეთესია, ვიდრე "ძლიერი ხელის"ა. მან რუსეთი გააკრიტიკა ძალის გამოყენების გამო და თქვა, რომ მოსკოვი თავისი წარსული დიდების მოპოვებას ცდილობს მეზობელი სახელმწიფოების საქმეებში ჩარევით, რაც ობამას თანახმად, მას უფრო ნაკლებად პატივცემულს გახდის და ნაკლებად უსაფრთხოდ აქცევს. ობამა გამოვიდა მოწოდებით, რომ გლობალური ინტეგრაციის ამჟამინდელ გზაზე უნდა მოხდეს „კურსის შეცვლა“, მისი თქმით, უარი უნდა ეთქვას მმართველობის ისეთ მოდელებს, რომლებიც აფუძნებენ ეკონომიკურ უთანასწორობას, შეუწყნარებლობას, ავტორიტარიზმს და იზოლაციონიზმს.

XS
SM
MD
LG