Accessibility links

logo-print

ერაყის არმიამ ქალაქ შირყატზე იერიში დაიწყო


ერაყის არმიამ დაიწყო იერიში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების ხელში მყოფი ქალაქის, შირყატის დასაბრუნებლად. ეს ოპერაცია ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის დაბრუნების იერიშისთვის მზადების ნაწილია. ერაყის არმია, ადგილობრივი რაზმების დახმარებით, წინ მიწევს ქალაქისკენ იდა დაიკავა მის გარშემო მდებარე მცირე დასახლებული პუნქტები. შირპყატი ბაღდადიდან 260 კილომეტრში მდებარეობს. ოპერაციაში ერაყის არმიას ზურგს უმაგრებს აშშ-ის ავიაცია.

XS
SM
MD
LG