Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კაროლინის შტატში საპროტესტო აქციას ძალადობა მოჰყვა


აშშ-ის პოლიციის თანახმად, 12 პოლიციელი დაშავდა ჩრდილოეთ კაროლინაში საპროტესტო აქციის დროს. მღელვარება დაიწყო მას მერე, რაც შავკანიანმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა შავკანიანი მოქალაქე. ქალაქ შარლოტში მოწყობილი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა დააზიანეს პოლიციის მანქანები, გადაკეტეს ავტომაგისტრალი. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ინციდენტი მოხდა 20 სექტემბერს. იმავე დღეს, უფრო ადრე, პოლიციელმა ესროლა კით ლემონტ სკოტს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, ის შეიარაღებული იყო და „უშუალო სასიკვდილო საფრთხეს“ წარმოადგენდა. მოკლულის ნათესავების თქმით, მას ხელში წიგნი ეჭირა. არეულობა დაიწყო მას მერე, რაც ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტულსაში, პოლიციამ განაცხადა, რომ მის მიერ გასულ კვირაში მოკლული შავკანიანი მამაკაცი უიარაღო იყო. იქ, პოლიციის შენობასთან, ასეულობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლაში.

XS
SM
MD
LG