Accessibility links

logo-print

კრემლის მიმართ კრიტიკულმა ჟურნალისტმა რუსეთი დატოვა მის მიმართ მუქარის გამო


რუსმა ჟურნალისტმა, რომელიც კრემლის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, დატოვა რუსეთი და აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ალექსანდრ სოტნიკმა „იუთიუბ-ში“ გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ამბობს, რომ მას ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ. სოტნიკის თქმით, ის დროებით დარჩება საქართველოში, საიდანაც აპირებს ამუშაოს თავისი საინტერნეტო ვიდეო არხი. „სოტნიკ-ტე-ვე-ს“ მასალა „იუტიუბზე“ქვეყნდება. არხი ხუთი წელია მუშაობს. სოტნიკმა გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა, პრეზიდენტ პუტინი და მხარი დაუჭირა უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებაში.

XS
SM
MD
LG