Accessibility links

logo-print

ისრაელის საელჩოსთან ანკარაში სროლა იყო


ისრაელმა გაავრცელა ცნობა, რომ ანკარაში მის საელჩოზე თავდასხმის მომწყობის მცდელობასას გუშაგებმა ერთი პირი დაჭრეს და დააკავეს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 21 სექტემბრის თავდასხმის მომწყობი დანით იყო შეიარაღებული. მათი ცნობით, პირს ესროლეს და დააკავეს შენობასთან მიღწევამდე. ისრაელის საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. უფრო ადრე „ენ-ტე-ვე-ს“ ტელეარხი იტყობინებოდა, რომ ორი პირი ცდილობდა საელჩოში შესვლას და ერთი, „ნეიტრალიზებულ“ იქნა.

XS
SM
MD
LG