Accessibility links

logo-print

ირანი ერაყთან ომის დაწყების წლისთავს აღნიშნავს


ირანი აღნიშნავს ერაყთან 1980-იანი წლების რვაწლიანი ომის დაწყებას სამხედრო აღლუმით. არმიამ 21 სექტემბერს თეირანში განათავსა ტანკები, რუსული წარმოების „ეს-300-ის“ ტიპის თავდაცვითი სისტემები, ასევე ირანში წარმოებული „ემადის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები. 21 სექტემბერი, როგორც ისლამური რესპუბლიკა უწოდებს, ,„წმინდა თავდაცვითი ომის“ დაწყების დღეა. ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურის, მოჰამად ბაყერის თქმით, აშშ-სა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში დადებული ახალი შეთანხმება გვაფიქრებინებს, რომ მეტად უნდა გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვითი უნარი. სამხედრო საზღვაო ფლოტმა აღლუმი მოაწყო ბარდარ აბასაში, სადაც, „ისლამური რევოლუციური გვარდიის“ ხელმძღვანელმა, მოჰამად ალი ჯაფარიმ გააფრთხილა აშშ, ნუ ერევა სპარსეთის ყურის საქმეებში.

XS
SM
MD
LG