Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში სამედიცინო ობიექტზე თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა


სირიაში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა საავიაციო თავდასხმას სამედიცინო ობიექტზე. სამედიცინო დახმარებისა და სტიქიურ უბედურებათა ლიკვიდაციის კავშირი, რომელიც პარიზშია დაფუძნებული, იტყობინება, რომ 20 სექტემბერს თავდასხმა მოხდა მეამბოხეთა ხელში მყოფ ქალაქ ჰან-ტუმენში, ალეპოს სამხრეთით. სირიის ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ჯგუფი დიდი ბრიტანეთიდან იტყობინება, რომ ამ თავდასხმისას დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი სამედიცინო მუშაკი, ასევე ცხრა მეამბოხე, რომელთა ნაწილი ეკუთვნოდა "ალ-ნუსრის ფრონტში" შემავალ დაჯგუფებას „ჯაბათ ფათჰ ალ-შამის“. წინა დღით ალეპოსთან საჰაერო იერიში განხორციელდა ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე, რასაც მოჰყვა 20 სამოქალაქო პირის, მათ შორის ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის დაღუპვა. 20 სექტემბერს, ანუ ავტოკოლონაზე თავდასხმის მეორე დღეს, გაერომ შეაჩერა ჰუმანიტარული ოპერაციები სირიაში. აშშ თავდასხმისთვის პასუხიმგებლობას აკისრებს რუსეთს, მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG