Accessibility links

logo-print

ჩეხეთის საპატიმროდან გაუშვეს სხვაგვარად მოაზროვნეთა ჯგუფის აქტივისტი


ჩეხეთში გაათავისუფლეს რუსეთის არტ-ჯგუფ „ვოინას“ წევრი ოლეგ ვოროტნიკოვი. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო პრაღის სასამართლომ. ვოროტნიკოვის, მისი ცოლისა და შვილების მიმართ აღძრულია საქმე ქვეყნიდან დეპორტაციის შესახებ. ვოროტნიკოვმა სასამართლოს პირობა მისცა, რომ არ დატოვებს პრაღას, სანამ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მისი შესაძლო გადაცემის თაობაზე. რუსეთში ის ხულიგნობაშია ეჭვმიტანილი. ვოროტნიკოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ჩეხეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. ვოროტნიკოვმა 2011 წელს დატოვა რუსეთი, როცა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას შემდეგ ის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობს თავშესაფრის მოპოვებას.

XS
SM
MD
LG