Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გადადგა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანი


თანამდებობიდან გადადგა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანი ვლადიმირ მარკინი, რომელმაც განაცხადა, რომ გადადგომა "გადაწყვიტა“. მარკინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ შესაბამისი წერილი გაუგზავნა კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბასტრიკინს. მარკინმა თქვა, რომ აპირებს ახალ საქმიანობაში ჩაებას. მანამდე რუსეთის მედია იტყობინებოდა, რომ გადადგომას აპირებდნენ მარკინი და ბასტრიკინი. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, საგამოძიებო კომიტეტს რეორგანიზებას და სახელმწიფო უშიშროების ახალ უწყებაში ინტეგრირებას უპირებენ.

XS
SM
MD
LG