Accessibility links

logo-print

დამასკთან ჩამოვარდა სირიის სამხედრო თვითმფრინავი


სირიის დედაქალაქ დამასკთან ჩამოვარდა სირიის სამხედრო თვითმფრინავი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თვითმფრინავი ჩამოაგდეს თუ ავარიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო. ბრიტანეთში მოქმედი ჯგუფის, "სირიის ადამიანის უფლებათა მეთვალყურეების", ცნობით, ინციდენტი მოხდა დღეს, დამასკის ჩრდილოეთ ნაწილში. სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებული იერიშის შემდეგ, და რომ მფრინავი გადარჩა. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული „ამაყის“ სააგენტო იუწყება, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა მას მერე, რაც მას ცეცხლი გაუხსნეს „ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების ორჯერ დაბომბვის შემდეგ.

XS
SM
MD
LG