Accessibility links

logo-print

კერი: ლავროვის გამოსვლისას, თავი „პარალელურ რეალობაში“ მეგონა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, გაეროში თავისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის გამოსვლისას, მას თავი „პარალელურ რეალობაში“ ეგონა. ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოში გამართული ბრიფინგისას ლავროვმა გამოთქვა მოწოდება, გამოძიებულ იქნეს სირიაში, 19 სექტემბერს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე განხორციელებული თავდასხმის გარემოებები. ლავროვის თქმით, საზავო შეთანხმებას მხოლოდ სირიის სამთავრობო ჯარი იცავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დუმილის რეჟიმის“ მრავალგზის დარღვევაში დაადანაშაულა ზომიერი ოპოზიცია. 19 სექტემბერს, ქალაქ ალეპოსთან, საჰაერო იერიში განხორციელდა ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე, რასაც მოჰყვა 20 სამოქალაქო პირისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის ერთი თანამშრომლის დაღუპვა.

XS
SM
MD
LG