Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერბასი“ 17 თვითმფრინავს მიჰყიდის ირანს


კომპანია „ერბასის“ განცხადებით, მან აშშ-ის მთავრობისგან მიიღო ლიცენზია, რომელიც ევროპის საავიაციო მრეწველობის გიგანტს საშუალებას აძლევს პირველ ეტაპზე 17 თვითმფრინავი მიჰყიდოს ირანს. ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს მოჰყავს „ერბასის“ პრესმდივნის სიტყვები იმის თაობაზე, რომ შესაბამისი ლიცენზია აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასცა. ამავე წყაროს ცნობით, თითქმის 25-მილიარდდოლარიანი კონტრაქტის პირობებით, სულ გათვალისწინებულია ირანისთვის 118 თვითმფრინავის მიყიდვა. ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც შარშან თეირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეჩერებას და ამით მიაღწია მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას. „ერბასი“, მართალია, ევროპაში დაფუძნებული კომპანიაა, მაგრამ ვაშინგტონის თანხმობა მაინც სჭირდება, რადგან „ერბასის“ თვითმფრინავებში აშშ-ში დამზადებული მრავალი დეტალი გამოიყენება.

XS
SM
MD
LG