Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ბელგიის პრემიერ-მინისტრს


დღეს, საქართველოს დროით, ნაშუაღამევს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვას წარმოთქვამს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე. დღეს კვირიკაშვილი უკვე შეხვდა ბელგიის პრემიერ-მინისტრს შარლ მიშელს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. ყურადღება დაეთმო, აგრეთვე, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველო აკმაყოფილებს ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

XS
SM
MD
LG