Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა ექსტრემისტების ჯგუფთან


ავღანეთის მთავრობამ ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას ექსტრემისტების ჯგუფთან, "ჰეზბ-ე ისლამისთან", რომელსაც მრავალ დანაშაულში ბრალდებული გულბუდინ ჰეკმატიარი ხელმძღვანელობს. ხელმოწერის ცერემონია 22 სექტემბერს ქაბულში გაიმართა. ავღანეთის მედიის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ჰეკმატიარის შეწყალებას და "ჰეზბ-ე ისლამის" წევრი პატიმრების ნაწილის გათავისუფლებას. მთავრობა ასევე მზად არის შუამავლობისათვის, რათა გაუქმდეს ჰეკმატიარისათვის უცხოეთში დაწესებული სანქციებიც. ამ ჯგუფთან მოლაპარაკება თვეები გრძელდებოდა. მთავრობის ზოგი წევრი ეჭვით უყურებდა ავღანეთში ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემისტულ გაერთიანებასთან შეთანხმების პერსპექტივას. ბრალდებებს შორის, რომლებსაც ჰეკმატიარს უფლებადამცველები უყენებენ, ზოგი უკავშირდება 1990-იან წლებში ავღანეთის სამოქალაქო ომის დროს ჩადენილ ყველაზე სასტიკ დანაშაულებს. ქაბული იმედოვნებს, რომ „ჰეზბ-ე ისლამისთან“ შეთანხმება თალიბანსაც დაარწმუნებს ამბოხებისათვის ბოლოს მოღებისა და პოლიტიკურ პროცესში ჩართვის საჭიროებაში.

XS
SM
MD
LG