Accessibility links

logo-print

აშშ და რუსეთი ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ სირიის გამო


შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მძიმე ბრალდებები წაუყენეს ერთმანეთს სირიაში ჰუმანიტარულ ავტოკლონაზე 19 სექტემბრის თავდასხმის გამო. 21 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი გამოვიდა მოწოდებით., რომ ფრენისათვის აკრძალული ზონები შეიქმნას ჩრდილოეთ სირიის ზოგ ნაწილში. მანამდე თეთრმა სახლმა ღიად დაადანაშაულა მოსკოვი საჰაერო თავდასხმაში, რომლის შედეგადაც სირიის ქალაქ ალეპოსთან 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ჰუმანიტარული ავტოკოლონის მანქანები განადგურდა. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჰუმანიტარული ავტოკოლონის მახლობლად ჰაერში იყო 19 სექტემბერს თავდასხმის მომენტში. მოსკოვმა გაჯავრებულმა უარყო ბრალდება და თავის მხრივ გამოაცხადა, რომ შეტევის დროს შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავი იმყოფებოდა ალეპოსთან ჰაერში. გაერომ 21 სექტემბრის საღამოს გამოაცხადა, რომ აპირებს სირიაში განაახლოს ჰუმანიტარული ოპერაციები, რომლებიც შეაჩერა ალეპოსთან ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმის შემდეგ.

XS
SM
MD
LG