Accessibility links

logo-print

ფეისბუკის დამფუძნებელი 3 მილიარდ დოლარს გასცემს სამედიცინო კვლევისათვის


სოციალურ ქსელ ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი მომდევნო ათ წელიწადში 3 მილიარდი დოლარით დააფინანსებენ კვლევას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ამის შესახებ ზაკერბერგმა და ჩანმა 21 სექტემბერს, სან-ფრანცისკოში გამოაცხადეს. შარშან მათ პირობა დადეს, რომ 45 მილიარდ დოლარს შესწირავენ „ადამიანის პოტენციალის განსავითარებლად და თანასწორობის ხელშესაწყობად“. მაშინ მათ არ უთქვამთ, კონკრეტულად რის დაფინანსებას აპირებდნენ. ოთხშაბათს კი ზაკერბერგმა განაცხადა, რომ მიზანია ყველა დაავადებისაგან განკურნება, ან, სულ მცირე, მკვლევრებისათვის დახმარების გაწევა, რათა შეძლონ სასიკვდილო დაავადებების კონტროლი. პირველი შეწირულობის მოცულობა იქნება 600 მილიონი დოლარი სან-ფრანცისკოში ბიომეცნიერების ცენტრის შესაქმნელად. შარშან, როცა ზაკერბერგმა და ჩანმა 45 მილიარდი დოლარის გაჩუქების გეგმის ამბავი გამოაცხადეს, ზოგმა ექსპერტმა ისინი გააკრიტიკა ქველმოქმედებისადმი არასაკმარისად გამჭვირვალე მიდგომისთვის.

XS
SM
MD
LG