Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებას


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭერა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ბრძოლაში გამოსაყენებლად. კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი 21 სექტემბერს გამართულ კენჭისყრაზე. კიევმა უკვე რამდენჯერმე სთხოვა ვაშინგნტონს ბოლო თაობის იარაღი - მაგალითად, „ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები - სეპარატისტებთან ბრძოლაში გამოსაყენებლად. მაგრამ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მთავრობა უარს ამბობდა, რათა ხელი არ შეეწყო უკრაინაში ბრძოლის გამწვავებისათვის. კანონპროექტი, რომელსაც ახლა აშშ-ის სენატი განიხილავს, ითვალისწინებს აგრეთვე რუსეთის პროპაგანდის საწინააღმდეგო ზომების დაფინანსების გაზრდას.

XS
SM
MD
LG