Accessibility links

logo-print

ციმბირში სტალინელი აქტივისტები აპირებენ, სტალინის ბიუსტთან დადგან ბერიას ბიუსტიც


ციმბირში სტალინელი აქტივისტები აპირებენ, ბოლოხანს დადგმულ სტალინის ბიუსტთან აღმართონ საბჭოთა პერიოდის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ლავრენტი ბერიას ბიუსტიც. ქალაქ სურგუტში ჯგუფ „რუსული სულის“ თავმჯდომარემ, დენის ხანჟინმა 22 სექტემბერს გამოაცხადა, რომ აქტივისტები მსჯელობენ იმის გადასაწყვეტად, თუ ვისი იქნება ახალი ბიუსტი: ბერიასი, რევოლუციონერ სერგეი კიროვის, თუ მწერალ ივან ეფრემოვის. ამასთან, ხანჟინის თქმით, სავარაუდოდ, არჩევანი ბერიაზე შეჩერდება და, ასეთ შემთხვევაში, მის ბიუსტს 2017 წლის ზაფხულში გახსნიან. ხანჟინი ამბობს აგრეთვე, რომ აქტივისტები შეუდგებიან სტალინის ბიუსტის დასაცავად მორიგეობას, რადგან მასზე ორჯერ მოეწყო ვანდალური თავდასხმა 15 სექტემბერს გახსნის შემდეგ. ბიუსტი აღმართულია იმ ადგილის მახლობლად, სადაც უნდა დაიდგას მონუმენტი 1930-იანი წლების სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა პატივსაცემად. ქალაქ სურგუტის ხელმძღვანელობას ნათქვამი აქვთ, რომ სტალინის ბიუსტი შესაძლოა მოხსნან, რადგან ის უკანონოდ არის დადგმული.

XS
SM
MD
LG