Accessibility links

logo-print

გრძელდება საჰაერო თავდასხმები ალეპოზე


გავრცელებული ცნობებით, გრძელდება საჰაერო თავდასხმები ალეპოს აღმოსავლეთზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ - მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე უშედეგოდ დასრულდა დიპლომატების ძალისხმევა სირიაში ზავის აღსადგენად. აღმოსავლეთ ალეპოს სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა, ამარ ალ სელმომ სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ 23 სექტემბერს ქალაქის თავზე ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი იყო. მსხვერპლის თაობაზე ცნობები არ ვრცელდება. ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია იუწყება, რომ 23 სექტემბერს დილიდან ქალაქის სხვადასხვა უბანზე სულ მცირე 30 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. სირიის ჯარმა, რომელსაც ზურგს რუსეთის საჰაერო ძალები უმაგრებენ, 22 სექტემბერს გვიან საღამოს განაცხადა, რომ იწყებს ახალ ოპერაციას ქალაქის მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ ნაწილზე - სადაც სულ მცირე 250,000 ადამიანი ცხოვრობს. 22 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრაზე რუსეთმა და აშშ-მა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სირიის კრიზისის თაობაზე.

XS
SM
MD
LG