Accessibility links

logo-print

პუტინმა მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე წარადგინა დუმის სპიკერის პოსტზე


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ვიაჩესლავ ვოლოდინი წარადგინა პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის პოსტზე. 23 სექტემბერს პუტინმა შეხვედრა გამართა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც სათათბიროში ადგილები მოიპოვეს 18 სექტემბრის არჩევნებზე - და მათ მოუწოდა მხარი დაუჭირონ ვოლოდინის კანდიდატურას. 22 სექტემბერს პუტინმა დუმის ყოფილი სპიკერი, დიდი ხნის განმავლობაში მისი მოკავშირე და მხარდამჭერი, 61 წლის სერგეი ნარიშკინი დანიშნა ქვეყნის საგარეო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელად. რაც ეხება სპიკერობის ახალ კანდიდატს - 52 წლის ვოლოდინი მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის გენერალური მდივანი და დეპუტატი იყო 1999 წლიდან 2011 წლამდე.

XS
SM
MD
LG