Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტი: აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება „ყველაზე უარეს“ სიტუაციაშია ბოლო 25 წლის განმავლობაში


ადამიანის უფლებების გაეროს ექსპერტის თანახმად, აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოება „პარალიზებულია“ მთავრობის მიერ და ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ის „ყველაზე უარეს“ მდგომარეობაშია, რაც კი შექმნილა ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, 1991 წლიდან. მიშელ ფორსტმა, გაეროს საგანგებო მომხსენებელმა ადამიანის უფლებების დამცველთა საკითხებზე, 22 სექტემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა მასშტაბურ ზეწოლას ახორციელებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე და უფლებადამცველებზე და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას. „ამგვარი ინტენსიური ზეწოლის შედეგად სამოქალაქო საზოგადოება პარალიზებულია“ - აცხადებს ფორსტი განცხადებაში, რომლითაც დაასრულა ცხრადღიანი ვიზიტი ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში. „ადამიანის უფლებების დამცველებს საჯარო მოხელეები ბრალს სდებენ, რომ ისინი წარმოადგენენ დასავლეთის მთავრობების მეხუთე კოლონას, ან უცხოეთის აგენტებს - ხოლო ამის შედეგად მოსახლეობა არასწორად აღიქვამს იმ ნამდვილად ღირებულ როლს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს“ - დასძენს ფორსტი.

XS
SM
MD
LG