Accessibility links

logo-print

აშშ-ში სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა


პარასკევს ღამით აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა სავაჭრო ცენტრში. როგორც ტელეკომპანია ეი-ბი-სი იტყობინება, დაიღუპა ხუთი ადამიანი. თავდამსხმელმა სავაჭრო ცენტრი იქ პოლიციის მისვლამდე დატოვა. მოგვიანებით სამართალდამცავმა ორგანოებმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერის მიხედვით გაავრცელეს ეჭვმიტანილი მამაკაცის ფოტო. მათი თქმით, თავდამსხმელი შაშხანით არის შეიარაღებული. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ორი ადამიანი ემსხვერპლა სროლას დასავლეთ ჰოლივუდში. 12 ივნისს ფლორიდის მაცხოვრებელმა ცეცხლი გახსნა გეი-კლუბ „ორლანდოში“, რის შედეგადაც 49 ადამიანი დაიღუპა. შეერთებულ შტატებში მოქმედი კონსტიტუციის მეორე შესწორებით მოქალაქეებს იარაღის კანონიერი ფლობის უფლება აქვთ.

XS
SM
MD
LG