Accessibility links

logo-print

სირიაში ათეულობით სამოქალაქო პირი დაიღუპა ალეპოს დაბომბვის შედეგად


სირიაში 25 სამოქალაქო პირი დაიღუპა ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის დაბომბვის შედეგად, რომელიც პარასკევს ღამით განხორციელდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებების დამცველებს შეატყობინეს ექიმებმა და მაშველებმა, რომლებიც განაგრძობენ ნანგრევებიდან მსხვერპლთა გვამების ამოტანას. შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. ალეპოს, სირიის სიდიდით მეორე ქალაქის, ორ მილიონამდე მოსახლე უწყლოდ დარჩა. წყლის გადამტუმბავი ერთი სადგური სამთავრობო ავიაციამ ააფეთქა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, მეორე კი - თავად მეამბოხეებმა. შაბათსვე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ღამის განმავლობაში ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში მეამბოხეთა პოზიციების მასირებული დაბომბვის შემდეგ სამთავრობო ჯარებმა ხელში ჩაიგდეს მათი ბანაკი ჰანდარათი, რომელიც ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს.

XS
SM
MD
LG