Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააკავეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი მამაკაცი


გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, დიუსელდორფის აეროპორტში დააკავეს თურქეთიდან დაბრუნებული გერმანიის მოქალაქე, რომელიც, ცნობის თანახმად, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის კავშირში. 24 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 22 წლის მამაკაცს ბრალად ედება 2015 წლის აგვისტოში სირიაში წასვლა „ისლამურ სახელმწიფოში“ გასაწევრიანებლად. ვარაუდობენ, რომ მან საბრძოლო მომზადება გაიარა ერთ-ერთ ბანაკში. ის ასევე ეჭვმიტანილია იმაში, რომ მოუწოდებდა გერმანიის სხვა მოქალაქეებს, შეუერთდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“. განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილმა ზამთარში დატოვა სირია და თურქეთში დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG