Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთი დამნაშავეა სირიაში ომის გაგრძელებაში და შესაძლოა სამხერდო დანაშაული ჩაიდინა


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთი დამნაშავეა სირიაში ომის გაგრძელებაში და, შესაძლოა, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო ავტოკოლონის დაბომბვით. 31 სატვირთო ავტომანქანისგან შემდგარი კოლონის წინააღმდეგ ერთი კვირის წინ განხორციელდა თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აშშ-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დაბომბვისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, მაგრამ მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს. ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ როცა საქმე ეხება ჰუმანიტარული დახმარების წინააღმდეგ იერიშს, ეს უნდა განხილულ იქნეს, როგორც წინასწარ გამიზნული მოქმედება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც სამხედრო დანაშაულის ტოლფასია.

XS
SM
MD
LG