Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ქალაქ შარლოტში პოლიციამ გამოაქვეყნა პოლიციის მიერ კით სკოტის მოკვლის ამსახველი საკუთარი ვიდეომასალა


შეერთებული შტატების ქალაქ შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პოლიციამ გამოაქვეყნა პოლიციელების ვიდეოკამერებით გაკეთებული ჩანაწერი იმ მომენტისა, როცა ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული აფროამერიკელი კით სკოტი. პოლიციამ ასევე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია პისტოლეტი და მარიხუანა, რომლებიც, პოლიციის მტკიცებით, სკოტს აღმოაჩნდა. 20 სექტემბერს პოლიციელმა, ასევე აფროამერიკელმა, მოკლა სკოტი. ამას შარლოტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. სკოტის ოჯახი ირწმუნება, რომ მას ხელში ეჭირა წიგნი და არა პისტოლეტი.

XS
SM
MD
LG