Accessibility links

logo-print

ავღანეთისა და ნატოს ერთობლივი საჰაერო რეიდისას მოკლეს პაკისტანის თალიბანის სამი ლიდერი


იტყობინებიან, რომ ავღანეთისა და ნატოს ერთობლივი საჰაერო რეიდისას მოკლეს პაკისტანის თალიბანის სამი ლიდერი. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იერიში განხორციელდა ავღანეთის პროვინცია პაქტიკის ლამანის რეგიონში. ამ წყაროების თანახმად, მოკლულია რაის ხანი, რომელიც ასევე აზამა ტარიკის სახელით იყო ცნობილი და რომელიც პაკისტანის „ტეჰრიკ-ე-თალიბანის“ „ხან საიდის“ ჯგუფის მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო. საჰაერო იერიში 24 სექტემბერს განხორციელდა. ხან საიდის ჯგუფის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტარიკი მოკლულია. რადიო თავისუფლებისთვის ხელმისაწვდომი წყაროების თანახმად, მოკლულთა შორის იყვნენ ტარიკის ვაჟი და თალიბანის კიდევ ორი სხვა ლიდერი ჩრდილოეთ ვაზირისტანიდან. წყაროებს მათი ვინაობა არ დაუზუსტებიათ.

XS
SM
MD
LG