Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ს რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტს პოლიტიზება არ სჭირდება


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გია შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტს პოლიტიზება არ სჭირდება. შარვაშიძემ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მისი გადადგომის შესახებ „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნას, თუმცა ეთანხმება მოძრაობის ბევრ შენიშვნას. რექტორის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. საპროტესტო აქციის დაწყებიდან რამდენიმე ხანში გია შარვაშიძე ”აუდიტორია 115”-ის სტუდენტებს შეხვდა. რექტორის განმარტებით, შეიქმნება უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის შედგენაში მონაწილეობას სტუდენტებიც მიიღებენ. მოძრაობის, „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქცია ღია კარის მტვრევას შეადარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისი თქმით, ეთანხმება პროტესტის შინაარსს, თუმცა არ იზიარებს გამოხატვის რადიკალურ ფორმებს. „სწორედ ამას ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ავტონომია და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

XS
SM
MD
LG