Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო მოძრაობის, „აუდიტორია 115“-ის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ფონზე. მოძრაობის წევრი სტუდენტები სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონიის მონაწილე მთავრობის წევრებს დახვდნენ შეძახილებით, ავტონომია უნივერსიტეტს! მოძრაობის, „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიხლაძის განცხადებით, გრძელდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის რექტორების დანიშვნის პოლიტიკა და უნივერსიტეტის ავტონომიისგან მხოლოდ ფასადი დარჩა. მოძრაობა მოითხოვს ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას, საუნივერსიტეტო ავტონომიას, გარე რეფერირების პრინციპის დანერგვას, სტუდენტური თვითმმართველობის ძირეულ რეფორმას, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში პირობების გაუმჯობესებას და აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლის გაგრძელებას თანხის გადაუხდელობის გამო ვერ ახერხებენ.

XS
SM
MD
LG