Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი დასავლეთის ბრალდებებს პასუხობს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთი „ვერ უმკლავდება“ პასუხისმგებლობას სირიის სამოქალაქო ომის დარეგულირებასთან დაკავშირებით. რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება და მას „არასაჭირო ხელისშემშლელი ფაქტორი“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ აღარ არის მიუკერძოებელი თანათავმჯდომარე სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფისა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ „ბრიტანეთის და აშშ-ის ოფიციალური პირების რიტორიკის ტონი ზოგადად მიუღებელია“ და ვნებს როგორც სირიის სამშვიდობო პროცესს, ისე ორმხრივ ურთიერთობებს. მან დასძინა, რომ მოსკოვის მოსაზრებით სირიაში არსებული ვითარება „მეტისმეტად ამორფულია“ იმისათვის, რომ ამ კრიზისთან დაკავშირებით მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრა ჩატარდეს. მანამდე, გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიას „ბარბაროსობა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG