Accessibility links

logo-print

ირანის უმაღლესმა ლიდერმა აჰმადინეჟადის საპრეზიდენტო ამბიციები ჩაახშო


ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მაჰმუდ აჰმადინეჟადს უთხრა, რომ არ ეყარა კენჭი მომავალ წელს დანიშნულ არჩევნებში. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ხამენეიმ განუცხადა აჰმადინეჟადს, რომ მისი კანდიდატურის წამოყენება „არც ქვეყნის ინტერსებში იქნება და არც თავად მისი“. კონსერვატორი მაჰმუდ აჰმადინეჟადი პირველად 2005 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის რამდენჯერმე გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზე, რამაც წამოშვა სპეკულაციები მის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენების შესახებ. პრეზიდენტ ჰასან როჰანის კიდევ ერთმა შესაძლო კონკურენტმა, ისლამის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა ქასიმ სოლეიმანიმ განაცხადა, რომ ის არჩევნებშ მონაწილეობას არ მიიღებს.

XS
SM
MD
LG